ახალი ამბები

ილია მეორემ მედიას მოუწოდა მკვლელობის ფაქტები ნაკლებად გააშუქოს

28 სექტემბერი, 2014 • • 1015
ილია მეორემ მედიას მოუწოდა მკვლელობის ფაქტები ნაკლებად გააშუქოს

“ჩვენ რომ ვუყურებთ დღევანდელ ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყოველდღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა და ამას გვიჩვენებ როგორც რაღაც აუცილებელს. მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ტელევიზიას, რადიოს, მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხის, ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმაც შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს. ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ. როცა ჩვენ ვაცხადებთ მკვლელობების შესახებ, ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას, რომ ეს დასაშვებია და ეს შეიძლება მოხდეს”, -განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი