ახალი ამბები

აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პრემიერს გაეროს შენობასთან აქციით დახვდნენ

27 სექტემბერი, 2014 • • 1154
აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები  პრემიერს გაეროს შენობასთან აქციით დახვდნენ

აქციის მონაწილეები გაეროს შენობასთან ტრანსპარანტებით მივიდნენ, ისინი სკანდირებდნენ -“ძირს კრიმინალური მთავრობა”, “პუტინის მონები” და სხვა. შენობასთან ირაკლი ღარიბაშვილის ესკორტის გამოჩენას აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

 

“ჩვენ ვაპროტესტებთ, იმას, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში აღარ უნდა აუთოებდნენ ბავშვებს. და აღარ უნდა ხდებოდეს ის, რაც ხდებოდა 90-იან წლებში”,- ამბობს აქციის მონაწილე ნატალია გოდერძიშვილი.

 

“ჩვენ ვაპროტესტებთ პუტინის მონა კრიმინალი მთავრობის მოქმედებებს, რომელიც ყველანაირად საზიანოა. ჩვენ არ გვინდა ისეთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასაშლელი დანით ძველი ბიჭივით იქცევა”,- ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე გოგა ქარაზანიშვილი.

 

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე  სიტყვით 26 სექტემბერს გამოვიდა. ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ოკუპირებული რეგიონები, უკრაინის საკითხები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა 20-წუთიან გამოსვლაში ისაუბრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი