ახალი ამბები

ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა

26 სექტემბერი, 2014 • • 1315
ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა

ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს გენერალურ მდივნის პოსტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციების დროს დაღუპულთა მემორიალის ყვავილებით შემკობით დაასრულა.

 

რასმუსენი
რასმუსენი

გამომშვიდობების ცერემონიას გაერთიანების მაღალჩინოსნები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ. რასმუსენმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ნატოს წევრ 28 წევრ ქვეყანასა და ნატოს სამშვიდობო მისიის მონაწილეებს იმ პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს.

 

რასმუსენმა მისი გენერალურ მდივნად მუშაობის პერიოდი დაახასიათა, როგორც “დატვირთული და გამომწვევი წლები ნატოსთვის”.

 

“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ალიანსი, რათა ის იყოს ფორმაში, იყოს სწრაფი და მოქნილი”, – განაცხადა რასმუსენმა.

 

რასმუსენი ნატოს გერენალური მდივანი 2009 წელს გახდა. მანამდე დანიის მთავრობის მეთაური იყო. ნატოს მომავალი გენერალური მდივანი ნორვეგიის პრემიერმინისტრი იენს სტოლტენბერგი 1 ოქტომბრიდან შეუდგება საქმიანობას.

იენს სტოლტენბერგი ნატოს ახალი გენერალური მდივანი 1 ოქტომბრიდან. Foto: Magnus Fröderberg/norden.org
იენს სტოლტენბერგი ნატოს ახალი გენერალური მდივანი 1 ოქტომბრიდან. Foto: Magnus Fröderberg/norden.org

მასალების გადაბეჭდვის წესი