ახალი ამბები

ზურაბ კიწმარიშვილი: ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში მკვლელობის დროს იყო სხვა პროვნებაც

26 სექტემბერი, 2014 • • 2274
ზურაბ კიწმარიშვილი: ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში მკვლელობის დროს იყო სხვა პროვნებაც

გარადაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მანქანას ექსპერტიზა ვიზირის მეთოდით ჩაუტარა, რომელიც სამი საათი გრძელდებოდა.

“ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მიბჯენილი იყო მთლიანად, თავითაც. ეს მაფიქრებინებს სხვა ვითარებაზე. იყო მანქანაში გარდაცვლილის გარდა სხვა პიროვნება, რომელიც ქამრის, ღვედის საშუალებით უკნიდან ეწეოდა და ცდილობდა, რომ რაც შეიძლება ყოლოდა კონტროლში გარდაცვლილი და მოეხდინა შემდეგ სხვა მოქმედებები”, – ამბობს “რუსთავი 2”-თან საუბრისას ზურაბ კიწმარიშვილი.

ექსპერტი ზურაბ ალთუნაშვილი ამბობს, რომ ეროსი კიწმარივილის მანქანაში სამზეურები იყო ჩამოწეული, რაც მას ეჭვებს უჩენს, თუ რატომ ჩამოწიეს სამზეურები, მაშინ, როცა მანქსნა ავტოსადგომში იდგა.

 

ადვოკატი გაგი მოსიაშვილმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ აპირებს საქმის დეტალები სრულყოფილად შეისწავლოს და პროკურატურას საქმის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით მიმართოს:

ეროსი კიწმარიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“ამ ეტაპზე ისევ თვითმკვველობის მუხლით არის აღძრული, თუმცა ძალიან მნიშნელოვანი საგამოძიებო მოქმედებეიი ტარდება ამ ბოლო პროცესსით და ვფიქრობთ, რომ სქემის სრულყოფილად გაცნობა და ეს საგამოძიებო მოქმედებები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ამ შუამდგომლობითაც მივმართოთ პროკურატურას და მოვითხოვოთ კვალიფიკაციის შეცვლა”, – ამბობს ადვოკატი.

 

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში 2014 წლის 15 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი