ეკონომიკა

სებ–ის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 4%–ზე დატოვა

26 სექტემბერი, 2014 • • 1066
სებ–ის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 4%–ზე დატოვა
სებ –ის მონაცემებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს(სები ბანკებს ფულს 4%–ში ასესხებს).  


“მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი არსებული ეკონომიკური სიტუაციის ანალიზსა და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება. კომიტეტის შეფასებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად მოხდება და მისი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკასა და ეკონომიკურ აქტივობაზე. არსებული პროგნოზებით ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2015 წლის პირველ ნახევარში მიაღწევს. თუკი არ გამოიკვეთება ეკონომიკაზე მოქმედი ახალი შოკები, პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი დაუახლოვდება მის ნეიტრალურ დონეს და 2015 წლის ბოლოს 6 პროცენტს მიაღწევს”– აცხადებენ ეროვნულ ბანკში.   


სებ–ის ინფორმაციით, 2014 წლის მეორე კვარტალში რეალური მშპ 5.2  პროცენტით გაიზარდა და წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა. 

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 19 ნოემბერს გაიმართება.

ფული
ფული




მასალების გადაბეჭდვის წესი