ახალი ამბები

აშშ-მა ტერორისტთა სიაში საქართველოს ორი მოქალაქე შეიყვანა

26 სექტემბერი, 2014 • • 1164
აშშ-მა ტერორისტთა სიაში საქართველოს ორი მოქალაქე შეიყვანა

აშშ-ის ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებული ქონება დაიბლოკება და აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ მათთან კავშირის ქონა.

 

სიაში არის მურად მარგოშვილი, რომელიც ჩეჩენ ტერორისტადაა მოხსენიებული და რომელმაც სირია-თურქეთის საზღვარზე ტერორისტების საწვრთნელი ბაზა შექმნა, სადაც ახლა ჩასულ მოხალისეებს წვრთნიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარგოშვილი არის ერთ-ერთი ტერორისტული სამხედრო დაჯგუფების მეთაური.

 

ისლამისტი ამბოხებულების ერთ-ერთ მეთაურია საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირიშვილი, რომელიც სირიაში აბუ ომარ ალ შიშანის სახელითა ცნობილი. მურად მარგოშვილთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეცალურ სიაში იგიც შეიყვანა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი
სახელმწიფო დეპარტამენტი

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, სირიაში საქართველოს 50 მოქალაქე იბრძვის, ისინი ძირითადად პანკისის ხეობის მცხოვრებლები არიან და სირიაში თურქეთიდან გადადიან. გამოცემის ცნობით, 18 წლის ბესო კუშტანაშვილი სირიაში ისლამისტი ამბოხებულების მხარეს იბრძოდა და იგი შეტაკების დროს დაიღუპა. გამოცემის ცნობით, მისი ნათესავები საქართველოში, სოფელ ომალოში ცხოვრობენ.

 

მიიღებს თუ არა საქართველოს მხარე ბესო კუშტანაშვილის გადმოსვენებაში მონაწილეობას, ან რა ფორმით, საქართველოს ელჩი ეგვიპტეში აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს:

 

“პრესაში გავრცელდა და აქედან გამომდინარე ჩვენც ვამოწმებთ ამ ინფორმაციას. მოგეხსენებათ, რომ სირიაში შექმნილია რთული ვითარება”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, სირიასა და ლიბანში არჩილ ძულიაშვილმა.

 

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ცნობით, სირიაში ტერორისტების მხარეს მებრძოლი საქართველოს 6 მოქალაქე დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ბესო კუშტანაშვილის გარდა დაღუპული არიან რუსლან მაჩალიკაშვილი, აბდულ-მალიქ მუქოშვილი, ხალიდ და ჰამზათ აჭიშვილები, რუსტამ გელაევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი