ხელოვნება

ევროკავშირის კულტურის კვირეული გაიხსნა [ვიდეო]

26 სექტემბერი, 2014 • • 1099
ევროკავშირის კულტურის კვირეული გაიხსნა [ვიდეო]

ევროკავშირის კულტურის კვირეული 25 სექტემბერს, 19 საათზე, კუს ტბაზე  გაიხსნა. მისასალმებელი სიტყვა შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქუიქმა წარმოთქვა. გასხნა შვედური პოპ-არტ ჯგუფის Tikkle Me-ს კონცერტით გაგრძელდა.

 

მარტინა ქუიქმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ საქართველო და ევროკავშირი დაახლოვდნენ. ელჩის თქმით, ფესტივალის მონაწილეები ერთად იზიარებენ ევროპის კულტურის მრავალფერვნებას, რომელიც გამოსახულია კინოში, მუსიკაში, კულინარიასა და ლიტერატურაში.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების ხელძღვანელის ჯუზეპე ვასკესის თქმით, ფესტივალის ევროკავშირის სხვა პარტნორ ქვეყნებშიც იმართება, თუმცა, არა ერთსა და იმავე დროს. ფესტივალის თარიღი დამოკიდებულია სეზონზე, კალენდარსა და ქვეყნების სპეციფიკურობაზე.

 

ჯუზეპე ვასკეისის თქმით, ფესტივალმა თბილისის გარდა საქართველოს დიდი ქალაქები მოიცვა:

 

“ჩვენ გადავწყვიტეთ ფესტივალი ჩაგვეტარებინა საქართველოს სხვა ქალაქებში. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ქუთაისი, რადგან ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია თბილისთან ერთად.”

 

ევროპის კულტურის კვირეული 2014
ევროპის კულტურის კვირეული 2014

26 სექემბერს თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანთან გაიმართება ღონისძებები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ევროკაშირის განათლებას, ხელოვნებას, ლიტერატურას, სამზარეულოს, კინოს. 14 საათზე დაგეგმილია ღონისძიებები ბავშვებისთვის, ხოლო 21 საათზე იქნება კინოჩვენება და დისკუსია.

 

ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი