ახალი ამბები

შეურაცხმყოფელი შეფასებები სკოლის დირექტორების გასაუბრებაზე

26 სექტემბერი, 2014 • 1317
შეურაცხმყოფელი შეფასებები სკოლის დირექტორების გასაუბრებაზე

“წინ აკლია სამი კბილი და ცოტათი ჰგავს ვამპირს, მისი სამოქმედო გეგმაა ის, რომ სკოლა იყოს რეპეტიტორის გარეშე. მიაჩნია, რომ მას მერე, რაც მუშაობა დაიწყო დირექტორად, არც ერთი მოსწავლე არ გასულა სკოლის გარეთ და არ უმეცადინია?????”. 


 

 

გასაუბრებაზე, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართა, კომისიის წევრებს სერტიფიცირებული დირექტორების მიერ სკოლის განვითარების სტრატეგია უნდა შეეფასებინათ. კომისიის წევრის მიერ შესავსებ ცხრილში რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია: სკოლის მისია და არსებული სიტუაცია; განვითარების ძირითადი მიმართულება; სტრატეგია და პრიორიტეტები; შეფასების ინდიკატორ შედეგები, თუმცა კანდიდატის ვიზუალური აღწერილობა არსად არის მითითებული.

 

კომისიის წევრი ლევან ზარდანიშვილი, რომლის მონიტორზეც ერთ–ერთი კანდიდატის გარეგნობის შესახებ შეურაცხმყოფელი შეფასებები ჩანს, საქართველოს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ის პროფესიით ფსიქოლოგია.

 

კანდიდატი, რომელსაც ლევან ზარდიაშვილი შეურაცხმყოფელი ეპითეთებით აფასებს, ერთ-ერთი სკოლის დირექტორია ბათუმში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი