ეკონომიკა

შიდა ქართლში ფერმერებმა 5 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს

26 სექტემბერი, 2014 • • 2260
შიდა ქართლში ფერმერებმა 5 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს

პროგრამაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეუნრეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, შიდა ქართლის 5 საწარმოა ჩართული – „ბიოჯუსი“, „გეოფრუტი“, „ნატურალ 7“, „სამეგობრო“ და „ჯეო კონცენტრანტი“.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, ქარელის რაიონში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის პროცესის გასამარტივებლად პროექტში ჩართული ხილის გადამამუშავებელი კომპანიები ვაშლის ტრანსპორტირებას ქარხნებამდე განახორციელებენ, საორგანიზაციო საკითხებს კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოაგვარებს.


არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების მიზნით 10 სექტემბრიდან გორში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.

 

პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლი
არასტანდარტული ვაშლი

მასალების გადაბეჭდვის წესი