ახალი ამბები

ღარიბაშვილი Foreign Policy-ის სტატიაზე: ჩვენი მონაწილეობა კოალიციაში იქნება სიმბოლური

25 სექტემბერი, 2014 • • 1088
ღარიბაშვილი Foreign Policy-ის სტატიაზე: ჩვენი მონაწილეობა კოალიციაში იქნება სიმბოლური

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.


„საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში იქნება სიმბოლური. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს კონტრიბუცია ამ კოალიციაში იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული. არავითარი სამხედრო დახმარება არ იგეგმება, არც ერთი სამხედრო არ იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

რამდენიმე დღის წინ გამოცემა foreign policy-იმ თეთრი სახლის ანონიმ წამომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა ქვეყნის ტერიტორიაზე ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი სირიელი მეამბოხეები გაწვრთნას. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ არ დაადასტურა. თუმცა foreign policy-ის სტატიაში ჟურნალისტი წერს, რომ ეს ცნობა გეგეშიძის მიერაც იყო დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი