ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ირაკლი ალასანიას ვიზიტს სომხეთში ადგილობრივი ექსპერტები განიხილავენ

25 სექტემბერი, 2014 • • 1308
ირაკლი ალასანიას ვიზიტს სომხეთში ადგილობრივი ექსპერტები განიხილავენ

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ალასანიამ და მინისტრმა, სეირან ოგანიანმა შეხვედრის დროს განიხილეს საკითხები, რომელიც “რეგიონული უსაფრთხოებისა და სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში ორ სამინისტროს შორის დღევანდელი თანამშრომლობის დონის გაღრმავებას შეეხებოდა.”

 

სომხეთში ბევრმა ექსპერტმა საქართველოს მინისტრის ვიზიტი შეაფასა, როგორც ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება, თუმცა, მაგალითად, ონლანი-გამოცემა ლრაგირის ანალიტიკოსის, აკოპ ბადალიანის აზრით, “სამხრეთ კავკასიაში გამყოფი ხაზების დროს ალასანიას მოულოდნელი ვიზიტი საკმაოდ საინტერესოა. საქართველოს არმიის თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან დაახლოებით, რომლებთანაც სომხეთს, რბილად რომ ვთქვათ, რთული ურთიერთობები აქვს, საქართველოს სწრაფვით NATO-ში იმ დროს, როდესაც სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრია, უკრაინაში უკანასკნელი მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე სომხეთის ფაქტორის გარეშე რთულია,”- მიიჩნევს ანალიტიკოსი. 

 

აკოპ ბადალიანის აზრით, სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის კონტაქტების ინტენსიურობის აუცილებლობა ჩნდება.

 

“რუსეთი ახმოვანებს საფრთხეებს სომხეთის მისამართით და ამავდროულად გენერირებს იდეას “ანტირუსული” ფრონტის შესახებ კავკასიაში. ამ საფრთხეებს არ შეუძლია არ შეეხოს საქართველოს, რომელსაც დღეს სომხეთი სჭირდება, რამდენადაც დესტაბილიზაციის შემთხვევაში საქართველო შესაძლოა სამიზნე გახდეს.”

 

ბადალიანის აზრით, პროცესები ახალი დინამიკით ვითარდება, რომელიც ერევანსა და თბილისს უსაფრთხოების ერთიანი სისტემის იდეით დაახლოევებს, ვინაიდან გამოწვევები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. 

 

რეგიონული თანამშრომლობისა და გლობალიზაციის ცენტრის დირექტორი, სტეპან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ თბილისიდან მაღალჩინოსნების ვიზიტები არ შეიძლება მოულოდნელობად შეფასდეს, რამდენადაც საუბარი შეეხება ორი მეზობელი ქვეყნის მეგობრულ კავშირებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებულად თანამშრომლობენ. არანარი განსხვავებული არჩევანი ვერ გახდება მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელისშემშლელი, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

 

“ვფიქრობ, ირაკლი ალასანიას ერევანში ვიზიტი რეალურად შეიძლება შეფასდეს, როგორც სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მტკიცებულება,”- ამბობს გრიგორიანი და ამატებს: “მით უმეტეს, მსგავსი კონტაქტები მნიშვნელოვანია დღევანდელ, ძალიან რთულ საერთაშორისო ვითარებაში.”



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი