ტექნოლოგიები

მომხმარებლების ცნობით, ახალი აიფონები იღუნება [ვიდეო/ფოტო]

25 სექტემბერი, 2014 • • 2183
მომხმარებლების ცნობით, ახალი აიფონები იღუნება [ვიდეო/ფოტო]

ახალი Iphone 6-სა და Iphone 6 პლუსის კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, თუმცა მისი ზუსტი ფორმულა საიდუმლოა. ტვიტერზე ეფლის ახალი სმარტფონების მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ტელეფონის სუსტი წერტილი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ხმის რეგულირების ღილაკია განთავსებული. საუბარია იმაზე, რომ თუ ტელეფონს ხელით საკმარისად ძლიერად დააწვები, ან შარვლის ჯიბეში ჩაიდებ და დაჯდები, შესაძლოა გაიღუნოს. გარდიანის ცნობით, დეფორმაციის პროცესში სმარტფონის ეკრანი არ ზიანდება.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი აიფონი პირველი არ არის სმარტფონების ბაზარზე, რომელთაც მსგავსი პრობლემები შეექმნათ, მომხმარებლების ცნობით, ანალოგიურად იღუნება Sony Xperia Z1, Samsung Galaxy S4 და BlackBerry Q10.

გარდიანი წერს, რომ ახალი აიფონებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ე.წ. სქინი შარვლების ჯიბეები წარმოადგენს. გამოცემის ცნობით, ნორამალური მოხმარების პირობებში სმარტფონების დეფორმაციის ტენდენცია არ დაფიქსირებულა.

კომპანია ეფლი ჯერ ამ ინფორმაციას არ გამოხმაურებია.

იხილეთ გარდიანის გალერეა, სადაც განთავსებულია ფოტოები, თუ როგორ უნდა შეინახოთ ჯიბეში ახალი აიფონი ისე, რომ კურპუსმა დეფორმაცია არ განიცადოს:


ეფლის ახალი სმარტფონები უკვე საქართველოშიც იყიდება, მათი ფასი შეგიძლიათ გაიგოთ აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი