ახალი ამბები

ანონსი – 25 სექტემბერი

25 სექტემბერი, 2014 • • 1169
ანონსი – 25 სექტემბერი

10. 00 საათზე ჩუღურეთის რაიონში წინამძღვრიშვილის ქ.#107-ში სოციალურად დაუცველი და უმწეო ოჯახებისთვის უფასო სასადილო გაიხსნება. სასადილოს გახსნას საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესა და რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან.



11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის 126-ე საჯარო სკოლას ეწვევა და სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნობა. ადგილი: 126-ე საჯარო სკოლა მისამართი: ვაჟა-ფშაველას 71 (ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ასახვევში მარიჯანის ქუჩისაკენ)



11:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროტესტი წყნეთის სარეკრეაციო ზონის გაუქმებასთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. 


11:30 საათზე კავშირი “საფარი” ფრონტლაინ საქართველოში აწყობს „პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულების ცვლილებათა პაკეტის“ პრეზენტაციას.


11:45 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა” და “აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “აფხაზთა კრება” და 26 სექტემბერს 21:00 საათზე დაგეგმილი აქცია “უკვდავების გადაძახილი”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.


12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი – ეკა მამუკაშვილი, ნათია გორდაძე, დავით ფერაძე პრესკონფერენციას გამართავენ თემა: “განათლების სამინისტროს მიერ საინფორმაციო პორტალების დაბლოკვა სასკოლო სივრცეში და დისკრიმინაციის ფაქტები”.


12.00 საათზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს საპატრიქრქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნი’’-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი.


12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მდგომარეობა ციხეებში, ერისთავის საქმე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.



12:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: რესტორნების ქსელ “თაღლაურასა” და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებულ ურთიერთობებში კორუფციული გარიგება.


13:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” სმენდაზიანებული ბავშვებისა და მათ ოჯახების დასახმარებლად მშობელთა მიერ შექმნილი ორგანიზაცია “აურეს” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 26-27 სექტემბერს, პირველი საერთაშორისო კონფერენცია “სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციისა და აბილიტაციის თანამედოვე მეთოდები და შედეგები” გაიმართება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.


13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ფიგურულ სრიალში მწრთვნელი ირაკლი ჯაფარიძე (ცენტრის დიირექტორი), ლეილა დოლიძე, თამარ ანჯაფირეძე, მარინა ჯაიანი და ქეთევან მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავენ თემა: განხეთქილება საქართველოს ფიგურულ ცენტრში.


13:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.


19:00 საათზე მარტინა ქუიქი, შვედეთის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი ოფიციალურად გახსნიან „ევროპული კულტურის კვირეულს“. ცერემონია გაიმართება კუს ტბაზე, კაფე „სანაპიროში“, რომლის დროსაც გაიმართება შვედური ელექტრონული პოპ-არტ ჯგუფის Tikkle Me კონცერტი.


20.00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება კონცერტი „ქართული მოტივები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი