ახალი ამბები

ბილდტი: თუ სააკაშვილთან უკანონო გარიგებაში ხელისუფლება მადანაშაულებს, პასუხს მოვითხოვ

24 სექტემბერი, 2014 • • 1012
ბილდტი: თუ სააკაშვილთან უკანონო გარიგებაში ხელისუფლება მადანაშაულებს, პასუხს მოვითხოვ

როგორც ბილდტმა RTVI-ს განუცხადა, თუ მას ასეთ ბრალდებებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უყენებს, იგი მთავრობის წარმომადგენლებს ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს მოსთხოვს. თუმცა, ბილდტის თქმით, პირადად მას საქართველოს ხელისუფლების წევრებისაგან მსგავსი ბრალდება არ მოუსმენია.

 

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბოდვა”, – განაცხადა ბილდტმა.


ბილდტის მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ იმიჯზე ზრუნვის შესახებ ინფორმაცია დანიაში გამართულ პრესკონფერნეციაზე გოგა ხაინდრავამ გაავრცელა. მისივე თქმით, ის შვედურ პრესაშიც დაიბეჭდა. ამის შემდეგ განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა, რომელმაც ინტერპრესნიუსის ცნობით თქვა, რომ გასაჯაროვდა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ კარლ ბილდტთან დაკავშირებული კომპანია Kreab-ის საკონსულტაციო მომსახურებაში 2006-2007 წლებში მთავრობას გადახდილი აქვს 4 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი. 

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი