ახალი ამბები

ნანუაშვილი: ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს დაცული

23 სექტემბერი, 2014 • • 983
ნანუაშვილი: ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს დაცული

ეს განცხადება ნანუაშვილმა “რუსთავი2″–ის ეთერით გადაცემა “არჩევანში” გააკეთა: 

 

“ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს დაცული. თუ ეს არ მოხდება, მაშინ გაჩნდება ცდუნება, რომ სიტუაციის მართვა მოხდეს სხვა პატიმრების დახმარებით. რა თქმა უნდა, უკმაყოფილება იქნება ნაკლები ამ სისტემაში და, შესაბამისად, აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ სხვა მეთოდები იყოს გამოყენებული, რისი ცდუნებაც იქნება, თუ აღნიშნული ფაქტები სათანადოდ არ იყო გამოძიებული. სწორედ ამაზე არის საუბარი, რომ იგივე ფარტენაძის საქმე ბოლომდე არ არის გამოძიებული, არის კითხვის ნიშნები გარკვეული პირების მონაწილეობის ამ დანაშაულში. უნდა იყოს ბოლომდე მისული. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ გამოძიება წარიმართოს .” 

 

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ფოტოგადაღების უფლება: 

 

“აქ არის მნიშვნელოვანი იგივე ფოტოგადაღების მოპოვება, რომელიც სახალხო დამცველის მონიტორებს მისცემს შესაძლებლობა, რომ მოახდინონ, როგორც ფიზიკური დაზიანების, ისე გარემოს დოკუმენტირება და გარკვეული მყარი მტკიცებულების  შექმნა. ეს იქნება იმის პრევენცია, რომ მომავლში სერიოზული დარღვევები ავიცილოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებში. როცა სამი პატიმარი გარდაიცვლება ორ დღეში, ეს ნიშნავს, რომ სისტემაში არის პრობლემა. გამნოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი. როცა უწყება არ იძიებვს თავის თნამშრომლების გადაცდომებს, ბუნებრივია, პრობლემა იქნება.”  

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი