ეკონომიკა

საქართველოში ნავთობპროდუტების იმპორტში რუმინეთი ლიდერობს

23 სექტემბერი, 2014 • • 1094
საქართველოში ნავთობპროდუტების იმპორტში რუმინეთი ლიდერობს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (506,5 ათასი ტონა) 59,5 ათასი ტონით ანუ 10.5%-ით მეტია. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  240  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა –  326  ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 16,3 ათასი ტონა – 54,5%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 12,4 ათასი ტონა –41,5%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 1,2 ათასი ტონა – 4%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 11 ათასი ტონა – 23%, L-62 დიზელის საწვავი – 37 ათასი ტონა – 77%.

 

ქვეყნების მიხედვით 2014 წლის რვა თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 192,8  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,1%-ს შეადგენს. შემდეგ აზერბაიჯანიდან – 145,7 ათასი ტონა   – 25,7 %;  ბულგარეთიდან  – 87,8 ათასი ტონა  – 15,5%;  საბერძნეთიდან – 70,8 ათასი ტონა- 12,5 %; რუსეთიდან – 42,2 ათასი – 7,5%, თურქმენეთიდან – 25 ათასი ტონა – 4,4%.

 

საავიაციო ნავთის (JET) იმპორტმა 2014 წლის აგვისტოში შეადგინა 43,2 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი –  64,8% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი – 31%, საბერძნეთი – 4,1%. მათ შორის აგვისტოს თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,0  ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 55,6  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი – 99,3 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. აგვისტოს თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,7 ათასი ტონა, რაც 8,7 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობის ბიტუმი
ნავთობის ბიტუმი

 

2014 წლის 8 თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 11,1  ათასი ტონა, ხოლო აგვისტოს თვეში – 1,4 ათასი ტონა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი