ახალი ამბები

ამაღამ ბათუმში შტორმს ელოდებიან, სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს

23 სექტემბერი, 2014 • 907
ამაღამ ბათუმში შტორმს ელოდებიან, სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს

 

წვის დროს აჭარაში სახლები და ქუჩები დაიტბორა

სტიქიის ზონაში მცხოვრები რვა ოჯახი კი, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, დროებით სხვა მისამართზე გადაიყვანეს. დროებითი საცხოვრებელი სტიქიის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს მთავრობამ გამოუნახა. 


შესაძლოა დღის ბოლოს კიდევ 15 ოჯახის ევაკუაცია მოხდეს ხელვაჩაურსა და ქობულეთში მცხოვრები იმ ოჯახების, რომლებმაც განცხადებით მიმართეს მთავრობას და შესაძლოა მათი შინ  დარჩენა რისკებთან იყოს დაკავშირებული. 

  

 მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით,  სტიქიის ზონაში მდგომარეობა სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. სპეციალური ტექნიკა საღამოსთვის სტიქიის კერებში გადანაწილდება.

 

იმუშავებს ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე: 27 20 01. ასევე შექმნილია სარისკო ტერიტორიებზე მომუშავე ოპერატიული რეაგირების ჯგუფები.

 

 

რისკის ზონაში ამ წუთებში 15 ოჯახი რჩება, დამატებითი დეტალები, თუ კიდევ რამდენ ოჯახს მოუწევს სახლების დატოვება დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

 გადაუღებელი წვიმის გამო ბათუმში რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

მასალების გადაბეჭდვის წესი