ახალი ამბები

ახალი კანონპროექტი რუსეთის მედიაში უცხოელების მონაწილეობას ზღუდავს

23 სექტემბერი, 2014 • • 1101
ახალი კანონპროექტი რუსეთის მედიაში უცხოელების მონაწილეობას ზღუდავს

“გაზეტა რუ”-ს ინფორმაციით, ამ კანონპროექტისთვის მზადება ქვეყანაში 6 თვის წინ დაიწყო, თუმცა უკრაინის მოვლენები აღმოჩნდა ის კატალიზატორი, რომელმაც კანონპროექტის შექმნა დააჩქარა.

კანონპროექტი დუმაში 17 სექტემბერს შევიდა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებსა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს რუსეთში მედიის ფლობა ეკრძალებთ. “გაზეტა რუ”-ს ინფორმაციით, კრემლი კანონპროექტს მხარს უჭერს.

ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უცხოელებმა დაიწყეს რეგიონებში პატარა გაზეთებისა და ინტერნეტრესურსების შესყიდვა, ხანდახან არა პირდაპირი გზით, არამედ რუსეთის მოქალაქეების სახელით. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს გახდა კანონპროექტის იდეის ინსპირაცია. 

კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორი ანნა კაჩკაევა “გაზეტა.რუ”-სთან საუბრისას ამბობს, რომ  კანონპროექტის ამ ვერსიით გაოცებულია:

“უბრალოდ ვერ ვიგებ, საიდან შეიძლებოდა ეს თემა წამოჭრილიყო, ვისურვებდი მომესმინა თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითი. ჩემთვის ცნობილია შემთხვევები, როცა რეგიონალური მედიის მფლობელები ეძებდნენ უცხოეთიდან დაფინანსებას, მაგრამ, პირველ რიგში, ეს იყო ცალკეული შემთხვევები და ეს იყო გრანტები და არა მედიასაშუალებების გაყიდვის პოლიტიკა”,-ამბობს ის.

მეორე ვერსიის თანახმად კი, რომელიც კრემლთან დაახლოებულმა წყარომ გაავრცელა, ხელისუფლებამ  ფედერალური მედიის დარეგულირება უკრაინაში მომხდარი და მიმდინარე მოვლენების გამო გადაწყვიტა.

წყაროს ინფორმაციითვე, გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით უნდა შეემუშავებინათ ბარიერი უცხოელებისთვის, დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მიღებული, “იყო სხვადასხვა წინადადაბები”, – მაგრამ წყარო უარს ამბობს დაასახელოს კონკრეტული პირები.  მისივე ინფორმაციით, განხილული არ ყოფილა, მაგალითად, იმ უცხოური კაპიტალის აკრძალვა, რომელიც ჩინეთში არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი