ეკონომიკა

გაზის გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მიერთების საფასური მცირდება

22 სექტემბერი, 2014 • • 1718
გაზის გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მიერთების საფასური მცირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. შემცირებული საფასურის გადახდა მოქალაქეს 24 თვის განმავლობაში შეეძლება. ცვლილებათა პაკეტი მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე შევა ძალაში.


სემეკის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა  და მოხმარების წესებში“ შესატანი ცვლილებათა პაკეტი გამანაწილებელ კომპანიებს დაავალდებულებს ზედმიწევნით დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში ხარისხიანად აწარმოონ.


“იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან მოხდება ვადების დარღვევა და ახალი აბონენტის ქსელზე მიერთება კანონით განსაზღვრულ ვადებს გადაცდება, მომხმარებელი მიერთების საფასურის 50%–ის გადახდისგან გათავისუფლდება. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის უფლებების განუხრელ დაცვას ისახავს მიზნად. ცვლილებების მიხედვით, გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა–პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება” – აცხადებენ სემეკში.  

   

მასალების გადაბეჭდვის წესი