ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2014 • • 1035
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი 26 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრემირ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, 22 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე – „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე’’, ასევე დაესწრება თურქეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას.

“ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ასევე მიწვეულია პრეზიდენტ კლინტონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებაზე. 23 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდება ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ასევე სიტყვით გამოვა კლიმატის სამიტზე, დაესწრება კლინტონის გლობალური ინიციატივის პლენარულ სესიას – Cities as Labs of Innovation/ Remarks by President Obama “Stand with Civil Society Agenda” და MoMa-ს მუზეუმში ქართული ფილმების პირველ რეტროსპექტიულ ჩვენებას გახსნის. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას მიღებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად იმართება”,-ნათქვამია პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში, 24 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებით გენერალური მდივნის მიერ გამართულ მიღებას და სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრება. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებული მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე -,,Invest in Georgia’’ და კონფერენციაზე – „ღია მმართველობის პარტნიორობა“.

25 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში გვირგვინით შეამკობს 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთა მემორიალს. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც საუდ ალ ფაიზალთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასსან რუანისთან, კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან, კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სახელით გაიმართება.

 

გაეროში კლიმატის შესახებ სამიტზე ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა მისი ვიზიტი აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი