ახალი ამბები

რუბინი: საქართველოს მთავრობამ რუსეთთან გონივრული მიდგომა აირჩია, რომელსაც მხარს ვუჭერთ

20 სექტემბერი, 2014 • • 1105
რუბინი: საქართველოს მთავრობამ რუსეთთან გონივრული მიდგომა აირჩია, რომელსაც მხარს ვუჭერთ

“დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ეს თემა არ არის „თამაში ნულოვანი შედეგით“, რომ რეგიონის ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ კარგი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. მეტიც, მათ სჭირდებათ ასეთი ურთიერთობა რეგიონის ყველაზე დიდ და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან. საკამათო საერთოდ არ არის, საჭიროა თუ არა ამგვარი ურთიერთობა ვაჭრობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით”, – ამბობს რუბინი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში. 

 

მისივე თქმით, აშშ  ყოველთვის ძალიან კრიტიკულად აფასებდა საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკას და ასე გაგრძელდება, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, სანამ რუსეთის ჯარი უნებართვოდ დგას საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვრებს ავლებს ადმინისტრაციულ ხაზზე და ცხოვრებას ურთულებს იქ მცხოვრებ მოქალაქეებს.

 

“ვხედავთ ურთიერთობის გარკვეულ გაუმჯობესებას და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. როდესაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა, ვფიქრობდით, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მოწესრიგდებოდა. ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ, მაგრამ სახეზეა გარკვეული გაუმჯობესება. ვფიქრობთ, საქართველოს მთავრობა ბევრს ეცადა, პრაგმატული მიდგომით მიეღწია შედეგისათვის, რასაც ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. ამავე დროს, მან გარკვევით განაცხადა, რომ სურს ურთიერთბა აღადგინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებთან და ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კავშირებს. წელიწადში ოთხჯერ ჟენევის მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. საქართველოს მთავრობას არჩეული აქვს ძალიან გონივრული, პრაგმატული მიდგომა, რომელსაც მხარს ვუჭერთ. საერთო ჯამში, შესაძლოა, არის რაღაც გაუმჯობესება, მაგრამ ბურთი რუსეთის მოედანზეა. მან უნდა უპასუხოს საქართველოს და მეტ პროგრესს შეუწყოს ხელი”.

 

ერიკ რუბინი, ფოტო : ამერიკის ხმა
ერიკ რუბინი, ფოტო : ამერიკის ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი