ახალი ამბები

მოჭიდავეები ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან კურტანიძის გადადგომას ითხოვენ

18 სექტემბერი, 2014 • • 1046
მოჭიდავეები ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან კურტანიძის გადადგომას ითხოვენ

მოჭიდავეები ითხოვენ, რომ ლუკა კურტანიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.  

 

ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის ცნობით, ფალავანთა კლუბში შეკრებილი არიან სპორტსმენები. 

 

“ეს პიროვნება არ არის საპრეზიდენტო და არ არის ჩვენი მეთაური, რომ განუძღვეს ჩვენ სტილს. ორგანიზების ნიჭი არ გააჩნია, ბიჭებთან ურთიერთობა არ გააჩნია. ვერ უთავსებს თავის მოვალეობებს. ჩემი პირადი აზრი არის, რომ პრეზიდენტობიდან უნდა გადადგეს. უნდა მოინახოს ადამიანი, რომელსაც ეყვარება ბერძნულ–რომაული ჭიდაობა და თავისუფალი სტილი” – განაცხადა რამაზ ნოზაძემ. 

 

ლუკა კურტანიძემ წარუმატებელი ასპარეზობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მწვრთნელი. მოჭიდავეები ამ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ:

 

“კურტანიძემ მოხსნა ორი მწვრთნელი- მინდორაშვილი და დარჩია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მაგ გადაწყვეტილებას. გვინდა დარჩნენ ისინი ამ თანამდებობაზე. ხელფასები მოიხსნა და გვინდა, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს” – ამბობს დავით მოძმანაშვილი.

 

ლუკა კურტანიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, ახალი მწვრთნელების ვინაობა კი ორშაბათს გახდება ცნობილი:

 

“ორი ეროვნული ნაკრების შედეგი ზედიზედ მეორე წელია არის ნული. გამოსავალი ერთია, განვაახლოთ გუნდი ერთად და არა ვინმეს ხელის კვრით. განვაახლოთ გუნდი, რათა 2015–2016 წელი იყოს წარმატებული” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ “რუსთავი2″–თან საუბარში. 

 

ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი