ახალი ამბები

კანონპროექტი გარდაცვლილი პირის ღირსების დასაცავად

18 სექტემბერი, 2014 • • 1428
კანონპროექტი გარდაცვლილი პირის ღირსების დასაცავად

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზანია პირს, რომელსაც აქვს დაცვის ღირსი ინტერესი, მიეცეს შესაძლებლობა, გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლების დასაცავად ცილისწამების თაობაზე მიმართოს სასამართლოს და ამით უზრუნველყოს ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის დაცვის კონსტიტუციური უფლება. 

 

კანონპროექტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. 

 

კანონპროექტის ინიციატორები ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე არიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი