ახალი ამბები

უმცირესობა თბილისში განხილული კანონპროექტების კენჭისყრას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

18 სექტემბერი, 2014 • • 1152
უმცირესობა თბილისში განხილული კანონპროექტების კენჭისყრას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

“ქალაქ თბილისში საკომიტეტო სხდომების განხილვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კერძოდ, იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ქალაქი ქუთაისია. მიგვაჩნია, რომ პარლამენტი თუ კანონპროექტების კენჭისყრას გამართავს და მხარს დაუჭერს, ეს იქნება პარლამენტის რეგლამენტის, კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონები. ჩვენ ვგეგმავთ მივმართოთ სასამართლოს. ჩვენი სურვილი არ არის პარლამენტმა მიიღოს ის კანონი, რომლითაც დაირღვევა კონსტიტუცია და რომლის გამოც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს მომავალში საპარლამენტო უმრავლესობა. მოგიწოდებთ, ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც თბილისში იქნა განხილული, კენჭი არ უყაროთ, ჩვენი სურვილია არაკონსტიტუციური პროცესის მონაწილე არ გავხდეთ,”– აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

 

უმცირესობის წევრს დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა:

 

“დიდი მადლობა, ქალბატონო ჩიორა, თქვენი პოზიციის ძალიან მკაფიო განმარტებისთვის, მე მგონი, იმ ხალხის პოზიციაც, ვინც გადაწყვეტს, რომ მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, არის ძალიან მკაფიო,”– განაცხადა უსუფაშვილმა და კენჭისყრის პროცედურა დაიწყო. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი