ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში ვალდებული არიან რუსული პასპორტების ქონის შესახებ განაცხადონ

17 სექტემბერი, 2014 • • 1404
სამხრეთ ოსეთში ვალდებული არიან რუსული პასპორტების ქონის შესახებ განაცხადონ

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის მოთხოვნებით, 4 ოქტომბრამდე რუსეთის პასპორტის ყველა მფლობელი, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა აქვს, ვალდებულია ოფიციალურად აცნობოს ფედერალურ საემიგრაციო სამსახურს. 

 

კანონის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 200 ათას რუბლით ან 400 საათამდე სავალდებულო შრომით განისაზღვრება.

 

სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – რუსეთის და სამხრეთ ოსეთის. იმისთვის, რომ ახალი კანონის მოთხოვნას დამორჩილებოდნენ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთში უნდა წასულიყო და განაცხადის გასაკეთებლად რიგში ჩამდგარიყო. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბორის ჩოჩიევმა გუშინ განაცხადა, რომ განაცხადის გაკეთება უკვე ცხინვალშიც იქნება შესაძლებელი.  

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   

მასალების გადაბეჭდვის წესი