ახალი ამბები

საგარეო უწყება გაეროს მიერ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნილ მოწვევას ასაჯაროებს

17 სექტემბერი, 2014 • • 1544
საგარეო უწყება გაეროს მიერ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნილ მოწვევას ასაჯაროებს

“საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ვასაჯაროებთ მიმდინარე წლის 14 მარტს გაეროს სამდივნოს მიერ გაეროში საქართველოს წარმომადგენლობაში გაგზავნილ მოსაწვევს კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე დასასწრებად, სადაც შეცდომით იყო მითითებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავად  მოსაწვევი დათარიღებულია 25 თებერვლით,  სპეციალური შტამპი მიუთითებს, რომ ის საქართველოს მისიაში შემოსულია 14 მარტს. გაეროში საქართველოს წარმომადგენლობამ მიმართა გაეროს სამდივნოს შეესწორებინა შეცდომა, რის შემდეგაც სამდივნომ გამოაგზავნა ხელახალი მოწვევა, ამჯერად პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, ეს წერილც დათარიღებულია 25 თებერვლით და შესწორებული ვერსია საქართველოს მისიაში შემოვიდა 30 მაისს, 5 ივნისს კი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მოწვევა სააკაშვილის სახელზე
მოწვევა სააკაშვილის სახელზე

მოწვევა მარგველაშვილის სახელზე
მოწვევა მარგველაშვილის სახელზე

მასალების გადაბეჭდვის წესი