ახალი ამბები

დუმბაძე: აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის პროცესი მივა ბოლომდე

17 სექტემბერი, 2014 • • 1004
დუმბაძე: აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის პროცესი მივა ბოლომდე

“კომისია შეიქმნა, რომლის მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება და ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. “ქართული ოცნების” მიერ წაყენებულია ულტიმატუმი, აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა გაგრძელდეს და მივა ბოლომდე. გარწმუნებთ, რომ თუ ვინმე ამას ხელს შეუშლის, მაშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია დაიშლება. თუ ხელის შეშლა იქნება, თუ დაიწყება მუქარა, იქნება მუქარის ზარები, ფრაქცია დაიშლება,”– აღნიშნა დუმბაძემ.

 

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა მედია ვასაძემ 14 სექტემბერს განაცხადა, რომ სპეციალური საბჭო შეიქმნებოდა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი უმაღლესი საბჭოს პრეტენზიების რეალურობას შეისწავლის. 

 

ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა 14 სექტემბერს  თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რის გამოც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

თავად მურმან დუმბაძის განცხადებით,  ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი