ეკონომიკა

მოზიდული პრემიებით სადაზღვევო ბაზარზე “ალდაგი ბისიაი” ლიდერობს

17 სექტემბერი, 2014 • • 1615
მოზიდული პრემიებით სადაზღვევო ბაზარზე “ალდაგი ბისიაი” ლიდერობს

2014 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, “ალდაგი ბისიაიმ” 51 597 748 ლარის პრემია მოიზიდა და  ბაზრის 32,33% უკავია. 


სადაზღვევო კომპანიების 2014 წლის ორი კვარტლის მონაცემებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ასაჯაროებს. 


სტატისტიკური მონაცემებით  მოზიდული პრემიის მიხედვით, 2014 წლის ორ კვარტალში მეორე ადგილზეა „ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელმაც 45 904 860 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზრის 28,7%–ს დაიკავა. მესმე ადგილზეა  „ირაო“ მოზიდული პრემია – 16 307 056 ლარი, ბაზრის წილი – 10,22%.

 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ბაზარზე მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 159 587 758 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა და 119 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა.

 

2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 2014 წლის ორ კვარტალში მოზიდული პრემიის მოცულობა 18%-ით არის შემცირებული, ხოლო ზარალი – 37%-ით.


სადაზღვევო კომპანიების მოგებამ  2014 წლის ორი კვარტალში  10,3 მლნ ლარი შეადგინა.

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ბაზარზე 13 კომპანია საქმიანობს. არნიშნულ სტატისტიკაში “PSP დაზღვევის” მონაცემები არ არის.

საყოველთაო დაზღვევა
საყოველთაო დაზღვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი