ახალი ამბები

ფანჯიკიძე: უელსის სამიტზე მარგველაშვილმა არც ერთ შევხედრას არ დამასწრო

17 სექტემბერი, 2014 • • 1063
ფანჯიკიძე: უელსის სამიტზე მარგველაშვილმა არც ერთ შევხედრას არ დამასწრო

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უელსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა არაკოლეგიალური დამოკიდებულება გამოიჩინა მინისტრების მიმართ, რაც იმით გამოიხატა, რომ მაია ფანჯიკიძეს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ “ერთს პლუს ერთის” ფორმატის არც ერთ შეხვერდრას არ დასწრებია, რადგან პრეზიდენტს არ სურდა.

 

“რამდენიმე შეხვედრაზე, რომლებზედაც ჩაწერილი ვიყავით მინისტრები, შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გვითხრეს, რომ ჩვენი მისვლა საჭირო არ იყო და, შესაბამისად, პრეზიდენტმა ჩვენ შეხვდრებს არ დაგვასწრო. გარდა ამისა, როდესაც მოწვევა არის ფორმატით “ერთი პლუს ერთი” ეს ყოველთვის დიპლომატიურ ენაზე გულისხმობს დელეგაციის ხელძღვანელის და საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრებას. არც ერთ ასეთ ფორმატში მონაწილეობა არ მიმიღია უელსის სამიტის დროს, რადგანაც აბსოლუტურად აშკარა იყო, რომ ჩემი დასწრება პრეზიდენტს არ სიამოვნებდა, თუ არ მიაჩნდა მიზანშეწონილად, ვერ გეტყვით, რა იყო მისი მოტივაცია”, – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

 

ნატოს უელსის 2-დღიანი სამიტი დიდ ბრიტანეთში 2014 წლის 4 სექტემბერს დაიწყო. სამიტს ნატოს წევრი და პარტნიორი 60 სახელმწიფოს მეთაური დაესწრო. საქართველოდან დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეთაურობდა.

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი