ახალი ამბები

შსს–მ თაღლითების ჯგუფი დააკავა

18 სექტემბერი, 2014 • • 1269
შსს–მ თაღლითების ჯგუფი დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 2013-2014 წლებში მონახეს მათთვის სანდო პირები, რომელთა სახელზეც ფორმალურად გააფორმეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შეადგინეს მათი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები.

 

აღნიშნული აქტების თანახმად, ნაკვეთები ნდობით აღჭურვილ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ საკუთრებაში 1997 წელს გადაეცათ.

 

ბრალდებულებმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს, ხოლო შემდეგ თითოეულ მათგანზე დარეგისტრირდა ექვსას-ექვსასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომ სხვა პირებზე გაასხვისეს.

 

სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა, საერთო ჯამში, 597 000 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის, ყალბი დოკუმენტისა და ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო.

ბორკილები
ბორკილები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი