ახალი ამბები

წულუკიანი: პრეზიდენტი კონსტიტუციურად უფრო კომფორტულ მდგომარეობაშია

17 სექტემბერი, 2014 • • 1161
წულუკიანი: პრეზიდენტი კონსტიტუციურად უფრო კომფორტულ მდგომარეობაშია

“მე ზუსტად ვიცი, რა უნდა აკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა, ჩემმა პრეზიდენტმა, ყველაზე ლეგიტიმური არჩევნებით არჩეულმა პრეზიდენტმა, რომლის დემოკრატიული წესით არჩევისთვის, მათ შორის მე და “ქართული ოცნების” თითოეულმა წევრმა მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ.  მთავრობა კონსტიტუციურად ყველაზე დიდ დისკომფორტშია. რადგან მთავრობას და დიახ, მთავრობის მეთაურს, პრემიერმინისტრს მიჰყავს კონსტიტუციის თანახმად შიდა და საგარეო პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ზღვა პასუხისმგებლობები აქვს მინისტრებს და პრემიერმინისტრს. ხოლო პრეზიდენტი კონსტიტუციურად უფრო კონფორტულ მდგომაორებაშია და მე მწყინს, რომ მან ეს როლი, თუ როლები  ჯერ ვერ მოირგო. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ძალიან მალე შეიცვლება,”- განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე განმარტებით, პრეზიდენტს გამაერთიანებლის როლი აქვს. 

 

“ის არის გამაერთიანებელი. როდესაც ჩვენ გვაქვს ტერიტორიები დასაბრუნებელი, ხალხი გვყავს დასაბრუნებელი – ის ახალი თაობა ოსების და აფხაზების, რომლებიც გაუცხოების რეჟიმში არიან. ამ ხალხის დაბრუნებაზე მთავრობასთან ერთად პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს. პრეზიდენტი ტერიტორიული მთლანობის გარანტია და მისი ვალია [მთვარობა ამას ვერ იზამს], გააბას ხიდები და იფიქროს მთავრობასთან ერთად, თუ როგორ დავიბრუნოთ ეს ხალხი და ნდობა როგორ აღვადგინოთ. სახლემწიფო და პიროვნული უნდა გავმიჯნოთ და ვიმუშაოთ მხოლოდ ქვეყნისთვის. მაგალითად, როდესაც ვიღაც გაბედავს და ღორს თავს ჩამოკიდებს მედრესეზე, ვფიქრობ, პრეზიდენტს აქვს გამაერთიანებლის ფუქნცია. შემრიგებელი, რადიკალური ჯგუფების ერთად დამსმელი სწორედ პრეზიდეტი უნდა იყოს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი