ახალი ამბები

ლიბერალის ცნობით, მათ რეპორტიორს ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს

16 სექტემბერი, 2014 • • 918
ლიბერალის ცნობით, მათ რეპორტიორს ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს

“მეგობართან ერთად იმყოფებოდა ქუჩაში და რამდენიმე უცნობი პირი დაესხა თავს. მიმართავდნენ “თქვენ გეები ხართ”. ეს იყო მიზეზი. როგორც ჩემთვის ცნობილია, სერიოზულ დაზიანებები არც ერთს არ აქვს. ძალიან მალე ადგილზე მივიდა პატრული. მე რომ ვესაუბრე, მაშინ მიდიოდნენ პოლიციის სამმართველოში თაბუკაშვილის ქუჩაზე,”- ამბობს ლიკა ზაკაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა, რომელი მუხლით, ამ ეტაპზე უწყებაში არ განმარტავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი