ახალი ამბები

ქუთაისის მერია თანამშრომლების ატესტაციისთვის ემზადება

16 სექტემბერი, 2014 • • 14885
ქუთაისის მერია თანამშრომლების ატესტაციისთვის ემზადება

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ამბობს, კომისიის შემადგენლობას ქალაქის მერი შოთა მურღულია დაემატება, ხოლო თავმჯდომარე თვითონ იქნება:

 

“საკონკურსო საატესტაციო კომისია შეადგენს და დაამტკიცებს გრაფიკს, რომლის მიხედვითაც იმუშავებს. კონკურსი დაიწყება საბუთების მიღებით, შემდეგ იქნება ამ დოკუმენტების გადარჩევა, შემდეგ ტესტირება და ბოლოს- გასაუბრება. საკონკურსო კომისიას დაემატება ქალაქის მერი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვაქვს წინადადება, რომ ერთი წარმომადგენელი წარმოგვიდგინონ კომისიის წევრად.”

 

კომისიაში წარმოდგენილი არ არის “ნაციონალური მოძრაობა”. როგორც ამ ფრაქციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე ამბობს, მათ არანაირი წინადადება მიუღიათ წევრობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მისივე განმარტებით, ისინი პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებენ:

 

“არ შემოუთავაზებიათ, რომ ამ კომისიაში ვიყოთ წარმოდგენილი, რათა თვალყური ვადევნოთ, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს მოხელეთა შერჩევის პროცესი. ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ გავიზიარებთ ამ პროცესზე და მისი აღება სრულად მოუწევს უმრავლესობას. მათ უნდა გასცენ მოსახლეობას პასუხები და იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან სამსახურში და იმათაც, ვინც წლების მანძილზე მუშაობენ მერიაში და ალბათ დატოვება მოუწევთ.”

 

დავით დვალის განმარტებით, კომისია პოლიტიზებული არ არის:

 

“კომისიის შემადგენლობა არის ძველი. წევრები ვართ მე, თეა ჯუღელი, ვანო აფრიდონიძე, რუსუდან ხაჭაპურიძე, გიორგი ტოკლიკიშვილი. კომისიის შემადგენლობა არ არის პოლიტიზებული, თუ ჩემს თავს არ გავითვალისწინებთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი