ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა

16 სექტემბერი, 2014 • • 1183
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა

“ტახტის მემკვიდრე საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრი შეიხ ნაჰიანის სასახლეს ესტუმრება, სადაც არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალაგზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრისა და „დაბი ჯგუფის“ თავმჯდომარის, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანის სახელით ოფიციალური ვახშამი გაიმართება”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.


17 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითისთან, შეიხ ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან. აბუ-დაბიდან ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ქალაქ რას ალ ხაიმას, სადაც საქართველოს დელეგაციას შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმი უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი