ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, მარგველაშვილი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას აპირებს

15 სექტემბერი, 2014 • • 1002
უსუფაშვილის თქმით,  მარგველაშვილი  ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას აპირებს

“მე ვეთანხმებოდი გიორგი მარგველაშილს, რომელიც ამბობდა, რომ იმ სასახლეში არ შევიდოდა. ეს არჩევნებამდეც და მის მერეც, მისი პოზიცია იყო. ამასობაში გიორგი მარგველაშვილი იმ სასახლეში რომ გადავიდა, სინამდვილეში ბოლომდე არც, თუ ვერც გადავიდა, მას პრეზიდენტის სამუშაო ოთახი არ დაუაკვებია, ის გვერდზე, ადმინსიტრაციულ კორპუსში მუშაობს. მე ვისურვებდი, რომ ეს საქმე მოგვარდეს ისე, როგორც მარგველაშვილმა მითხრა, როდესაც ამ თემაზე ბოლოს გვქონდა საუბარი. როდესაც ბოლო საუბარი მქონდა მასთან, სადღაც 2–3 თვის წინ, მან მითხრა, რომ როდესაც ათონელზე შენობა მზად იქნება, მე იქ გადავალ,”–აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი