ახალი ამბები

კალაძე: პრეზიდენტმა სემეკის წევრობის კანდიდატად ჩვენი შეთავაზებული პიროვნება არ დაასახელა

15 სექტემბერი, 2014 • • 1304
კალაძე: პრეზიდენტმა სემეკის წევრობის კანდიდატად ჩვენი შეთავაზებული პიროვნება არ დაასახელა

“მარეგულირებელ კომისიაში გათავისუფლდა ერთი ადგილი. პრეზიდენტი წარუდგენს მთავრობას კანდიდატურებს, მთავრობამ უნდა შეათანხმოს და შემდეგ პარლამენტში ხდება კანდიდატის დამტკიცება. მარეგულირებელი კომისია ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იქ სწორი პიროვნების შერჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე პირადად ავიღე მობილური ტელეფონი, დავუკავშირდი მარგველაშვილს და ვთხოვე გაეთვალისწინებინა პიროვნება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნებოდა შეთავაზებული, ეს ასე არ მოხდა, არ იქნა გათვალისწინებული. ეს მისი გადასაწყვეტია,”– აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი