ახალი ამბები

პრემიერი: მოსმენების თემაზე ივანიშვილი ე.წ. გადასატან პორტატულ აპარატურაზე მიანიშნებს

15 სექტემბერი, 2014 • • 893
პრემიერი: მოსმენების თემაზე ივანიშვილი ე.წ. გადასატან პორტატულ აპარატურაზე მიანიშნებს

“ეს არის ის, რაც მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ არსებობდა საშუალებები, რომელიც შეძენილი და შემოტანილი იყო წინა მთავრობის დროს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და დიდი ვარაუდი არსებობს იმისათვის, რომ ეს საშუალებები მათ ჯერ კიდევ აქვთ. მათ ხელშია ეს საშუალებები… ამაზეა საუბარი და ამაზე ჰქონდა მინიშნება ბატონ ბიძინასაც. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოხდა ამ საშუალებების შემოტანა. ეს არის ე.წ. გადასატანი პორტატული აპარატურა. ზოგადად მოსმენები დღევანდელ მსოფლიოში ძალიან გამარტივებულია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას.


ირაკლი ღარიბაშვილი -   EPA/STEPHANIE LECOCQ
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/STEPHANIE LECOCQ


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი შესაძლო ჟურნალისტობა იყოს საბუთი იმისა, რომ საქართველოში ტელეფონები კვლავ ისმინება, მათ შორის მისი ტელეფონიც.

“რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის – მეც. სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის… ისე, შეიძლება მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ”, – განაცხადა ივანიშვილმა.


მასალების გადაბეჭდვის წესი