ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მთავრობა სტუდენტებს ინოვაციური გამოგონებების დაპატენტებაში დაეხმარება

15 სექტემბერი, 2014 • • 898
ღარიბაშვილი: მთავრობა სტუდენტებს ინოვაციური გამოგონებების დაპატენტებაში დაეხმარება

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების განვითარება.

 

“მზად ვართ დამატებითი დაფინანსება გამოგიყოთ, რომ თქვენს მიერ შექმნილი ახალი ინოვაციების და ახალი პროექტების დაპატენტების და აქვე მინდა მოვიწვიო ამ სფეროში მომუშავე ბიზნესწარმომადგენლები და ამ სფეროში მომუშავე კომპანიები. რომ ისინიც ჩაერთონ აღნიშნული პროექტების წარმოებაში. ჩვენ ვართ უნიკალური ერი, გვაქვს დიდი პოტენციალი და ვართ პატარა სახელმწიფო. რა უნდა გააკეთოს პატარა სახელმწიფომ, თუ არა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ- ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება, ახალი პროექტები შექმნა, ინოვაციების შემოტანა. ჩვენი სახლემწიფო დიდ ყურადღებას უთმობს ამგვარ საკითხებს. ჩვენ დავაფუძნეთ ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტო და ჩვენ შევქმენით ტექნოპარკო”, – განაცხადა რარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის სასიხარულოა ის, რომ სტუდენტები ახალ გამოგონებებზე მუშაობენ და ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს დიდი პოტენციალი. ღარიბაშვილის აზრით, ახალი ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს.

 

ღარიბაშვილმა განაცხაადა, რომ “ათასწლეულის გამოვწვევის” 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც განათლების სფეროში უნდა დაიხარჯოს, ადამიანური რესურსის განვითარებას მოხმარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი