ახალი ამბები

ივანიშვილი კრიმინალზე: არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ შსს-ს სტატისტიკას არ ენდოთ

15 სექტემბერი, 2014 • • 1192
ივანიშვილი კრიმინალზე: არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ შსს-ს სტატისტიკას არ ენდოთ

 მისი თქმით, არავითარ საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ მოქალაქეები შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას არ ენდონ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კრიმინალი იკლებს:

 

“ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე?! სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია?! მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება?! არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), “ასწია” “რუსთავი 2″-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა – შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი