ახალი ამბები

ანონსი – 15 სექტემბერი

14 სექტემბერი, 2014 • • 1231
ანონსი – 15 სექტემბერი

09.00 – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგარემონტებულ  133-ე საჯარო  სკოლას ეწვევა და მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყებას  მიულოცავს.

 

მისამართი: ნაძალადევის რაიონი, ვარდისუბნის ქუჩა #8

 

10:20 – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევა და უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებს ადგილზე გაეცნობა.

 

მისამართი: კოსტავას #77, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული

 

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს

 

11:00 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, მედიასთან შენიშვნებზე, პრეზიდენტის განცხადებაზე გაერში ჩაშლილ ვიზიტზე და უცხოელებისთვის მიწების გაცემის ახალ რეგულაციებზე ბრიფინგს გამართავს

 

11:30 – “ალექსანდრე ქართველის“ საზოგადოების ორგანიზებითა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართება გამოჩენილი ქართველი ავიატორის, ალექსანდრე ქართველის, გარდაცვალების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
     

მისამართი: თბილისის პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

11:30 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე გიგი უგულავას წერილის თაობაზე და მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე – საიდან იწყებდა ნაციონალური მოძრაობა საბოტაჟს განცხადებას გააკეთებს 
    

12:00 -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტი (EMC)  პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

 

თემა: სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა საქართველოში. ადგილი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ (მის: ვარდების რევოლუციის მოედანი, N1)

 

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს

 

თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

12:00 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში საყდრისისი მცველი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საყდრისში კარვების აქციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს

 

12:30 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში საქართველოს კავეენის ნაკრების ხელმძღვანელი და წევრები – სოფო ბანძავა, ლევან გოგორელიანი და ამიკო ჩოხარაძე განცხადებას გააკეთებენ

 

13:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა    

 

მისმართი: თბილისის პარლამენტი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
    

13:00  პრაიმტაიმის პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მისი შვილის საქმის ახალ დეტალებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 
13:00 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, მედიასთან შენიშვნებზე, პრეზიდენტის განცხადებაზე გაერში ჩაშლილ ვიზიტზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
 
14:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე:
     
თბილისის პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
 

14:00 – საკრებულოს მუნიციპალიტეტეის ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრები კომპანია ,,GWP” – ს წარმომადგენლების ანგარიშს მოისმენენ. 

 

მის: ლერმონტოვის #10

 

16.00 საათზე თბილისის საკრებულოში   განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება. რომელზეც ხელოვნების სკოლების ხელმძღვანელები არიან მოწვეულნი.


თემა: ახალი სასწავლო წლის დაწყება და სახელოვნებო განათლების სისტემაში არსებული პრობლემატიკა. მის: ლერმონტოვის #10

 
16:30 –  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ვატიკანის წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, არქიეპისკოპოსთან, დომენიკ მამბერტთან   
 
 თბილისის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

მასალების გადაბეჭდვის წესი