ახალი ამბები

არჩილ ხაბაძე: გუშინ ქობულეთში მომხდარი ინციდენტი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია

11 სექტემბერი, 2014 • • 1361
არჩილ ხაბაძე: გუშინ ქობულეთში მომხდარი ინციდენტი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია

“გუშინ ქობულეთში მომხდარი ინციდენტი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. აჭარა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვანი რეგიონი საქართველოში და გამოირჩეოდა რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ შემწყნარებლობით. ამიტომაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინდელი ფაქტი იყო პროვოცირებული იმ ძალების მიერ, რომლებსაც ნებისმიერი ხერხით ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. 

 

ძალიან მრცხვენია და ვგმობ იმას, რაც გუშინ მოხდა. ქართველი მუსლიმები და ქრისტიანები საუკუნეების განმავლობაში ერთად მშვიდობიანად ვცხოვრობდით, რაშიც ჩვენი ქვეყნის და ერთმანეთის მიმართ სიყვარული გვეხმარებოდა.

 

მე მივმართავ ყველას, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი