ახალი ამბები

ილია მეორის მხარდაჭერა დონეცკის მიტროპოლიტს

2 სექტემბერი, 2014 • • 1222
ილია მეორის მხარდაჭერა დონეცკის მიტროპოლიტს

როგორც დონეცკის ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე წერია, სატელეფონო საუბარში ილია მეორე დონეცკის ეპარქიის საეკლესიო ამბებით დაინტერესდა, რომლის ტერიტორიაზეც ამჟამად აქტიური საომარი მოქმდებები მიმდინარეობს. 

 

“დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა მის უწმინდესობას მიმართა თხოვნით ილოცოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც სროლების შედეგად დაშავდნენ. თავის მხრივ, საქართველოს პატრიარქი მიტროპოლიტ ილარიონს ძმურ მხარდაჭერასა და დონეცკის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვას დაპირდა,”- წერია დონეცკის ეპარქიის ვებ-გვერდზე. 


დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა, ილარიონ შუკალომ, რომელიც უკრაინაში, ლვოვშია დაბადებული, 1991 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა.


2011 წლიდან კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მუდმივი წევრია. 


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი ნაწილი კიევის საპატრიარქოს, ხოლო მეორე, რომელსაც საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია მხარდაჭერას უცხადებს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაშია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი