ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: აეროპორტის ამუშავების მიზნით ICAO-ს მივმართეთ

1 სექტემბერი, 2014 • • 1032
ხაჯიმბა: აეროპორტის ამუშავების მიზნით ICAO-ს მივმართეთ

“აეროპორტის ფუნქციონირების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციისგან [ICAO] გარკვეული აკრძალვები არსებობს. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი რუსეთის მხარის წარმომადგენლებთან და ორგანიზაციაში შესაბამისი მოთხოვნა გავგზავნეთ. ვიმედოვნებ, პასუხი დადებითი იქნება და მაშინ ჩვენ დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვასაც შევძლებთ,”- ამბობს ხაჯიმბა. 

 

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად 24 აგვისტოს გამართულ არჩევნებზე აირჩიეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი