ახალი ამბები

მესტიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

1 სექტემბერი, 2014 • • 1763
მესტიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც “ნეტგაზეთს” შსს პრესსმსახურში განუცხადეს, 30 აგვისტოს მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო. ღამითვე მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა.

 

ინფორმაცია მესტიაში მომხდარ ინციდენტზე თავდაპირველად “ტაბულამ” გაავრცელა  31 აგვისტოს.


1 სექტემბერს  “რუსთავი 2”-მა მესტიის პოლიციის თანამშრომელ ზვიად ჭანტურიას აუდიოინტერვიუ გაავრცელა, სადაც ის ყვება, რომ მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი რომან ყორშია სცემეს. 

ჭანტურია აცხადებს, რომ პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც პოლიციის უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ჯაფარიძემ გამომძიებელ რომან ყორშიას დაარტყეს და წააქციეს:

“ყორშიას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, მას ტუჩის არეში ნაკერი დაადეს და კლინიკა უკვე დატოვა” – აცხადებს   ჭანტურია. მისი თქმით, ინციდენტის დროს ხელი მასაც მოხვდა. 

 

 “ნეტგაზეთის” კითხვას, პოლიციის უფროსი გიორგი სამარღანიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ჯაფარიძე მომხდარი ინციენტის შემდეგ ინარჩუნებენ თუ არა დაკავებულ თანამდებობას, შს სამინისტროში არ პასუხობენ: 

 

“ამ საკითხზე როცა გვექნება დამატებითი ინფორმაცია, გავავრცელებთ” – განსუცხადეს “ნეტგაზეთს” სამინისტროს პრესსამსახურში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი