ახალი ამბები

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ომია

28 აგვისტო, 2014 • 1217
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ომია

“რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში უნდა განიხილოს გაეროს უშიშროების საბჭომ, როგორც აგრესია”, – წერს მინისტრის თვითერზე 28 აგვისტოს.

 

“ეს ომია” – აცხადებს  ედვარდ რინკევიჩსი.

 

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი დონეცკში ვითარების გამწვავების გამო გააუქმა.

 

“გადაწყვეტილება მივიღე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი გავაუქმო დონეცკის მხარეში სიტუაციის გამწვავების გამო, რამდენადაც უკრაინაში რუსული ჯარები შემოვიდნენ,”- აცხადებს განცხადებაში პოროშენკო.

 

პრეზიდენტის განცხადებითვე, დღესვე შემდგომი ქმედებების დასაგეგმად ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა იქნება მიწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი