ეკონომიკა

თბილისის მერიამ “სი-ტი პარკთან” დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა

27 აგვისტო, 2014 • • 1465
თბილისის მერიამ “სი-ტი პარკთან” დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა

თბილისის მთავრობის რეკომენდაციით, “სი–ტი პარკმა” ერთ თვეში ალტერნატიული ხელშეკრულება უნდა მოამზადოს და მერიას ფინანსური ანგარიშგება წარუდგინოს. 

 

“იყო ბევრი მოთხოვნა საზოგადოებისაგან ამ წლების განმავლობაში. საზოგადოება ითხოვდა ამ დოკუმენტის გასაჯაროებას. ხელშეკრულება, მთლიანად არის მორგებული კომპანიის კომერციულ ინტერესებს. არანაირად არ ითვალისწინებს არც რიგითი თბილისელების და არც თბილისის მერიის, როგორც მომსახურე უწყების ინტერესებს ” – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა.  

 

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სექტემბრის შუა რიცხვებში აპირებს საზოგადოებას გააცნოს ოფიციალური დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს თბილისის მაშინდელი მერის გიგი უგულავასა და რამდენიმე ხელმძღვანელი პირის კორუფციულ ურთიერთობას “სი–ტი-პარკთან”. 

“თბილისის საკრებულო გეგმავს, “სი–ტი პარკის” ხელმძღვანელობა მიიწვიოს და მისგან ანგარიში მოისმინოს” –აცხადებს ელისაშვილი.

 

ელისაშვილის თქმით, მის ხელთ არსებულ დოკუმენტურ მასალას შემდგომ პროკურატურას გადაუგზავნის.

 

2007 წლის 9 ნოემბერს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა.

 

აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს. ამავე წლის 7 დეკემბერს თბილისის მთავრობასა და „სი-ტი პარკს“ შორის ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. 

 

სითი პარკი
სითი პარკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი