ახალი ამბები

გაუგებარია, რას ნიშნავს მურმან დუმბაძის გუნდი – არჩილ ხაბაძის პასუხი მუქარაზე

27 აგვისტო, 2014 • 1110
გაუგებარია, რას ნიშნავს მურმან დუმბაძის გუნდი – არჩილ ხაბაძის პასუხი  მუქარაზე

 გთავაზობთ განცხადების ტექტს სრულად:

 

“მაქვს სურვილი გამოვეხმაურო ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებას ჩემს მიმართ უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გუნდი, რომელიც ცალკე პოლიტიკურ სუბიექტს არ წარმოადგენს და არის ქართული ოცნების კოალიციის ნაწილი? თუ ვინმეს საკუთარ ნათესავსა თუ ახლობელთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილება არ მოსწონს, ეს მისი პირადი საქმეა. 

 

ჩვენ ყველა ვართ ქართული ოცნების გუნდის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია განახორციელოს საჭირო საკადრო როტაცია და გადახალისება. 

 

ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო პროგრამების ჯეროვნად შესრულებაზე. სადაც ხარვეზია, იქ ცვლილების წინააღმდეგ წასვლა, მიუღებლად მიმაჩნია. ჩვენი მიზანია ქვეყანა იყოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი. საკადრო პოლიტიკაც სწორედ ამ კუთხით ხორციელდება და სრულ თანხვედრაშია ქართული ოცნების საკადრო პოლიტიკასთან.“

მასალების გადაბეჭდვის წესი