ახალი ამბები

სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში ჩადის

27 აგვისტო, 2014 • 863
სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში ჩადის

ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად პანკისის ხეობაში სახალხო დამცველი და “ლაფანყურის სპეცოპერაციის ფაქტების დამდგენი საზოგადოებრივი კომისიის” წევრები ჩავლენ.

 

ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან, ჩატარებული სპეოპერაციის შედეგად გარდაიცვალა 3 ქართველი სპეცრაზმელი და 7 ქისტი და ჩეჩენი მებრძოლი. შემთხვევა 2012 წლის 28-29 აგვისტოს მოხდა.

 

“სპეცოპერაციიდან 2 წელი გავიდა და გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები უკმაყოფილო არიან გამოძიების გაჭიანურებით და ითხოვენ დროულ და ობიექტურ გამოძიებას”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი