ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მერკელი საქართველოს სავარაუდოდ 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა

23 აგვისტო, 2014 • • 950
ღარიბაშვილი: მერკელი საქართველოს სავარაუდოდ 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა

“მე მქონდა საუბარი გასულ კვირას გერმანიის კანცლერთან, მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.  ჩვენ მიმოვიხილეთ მოახლოებული ნატოს სამიტი,  ჩვენ საქართველოში ველოდებით გერმანიის კანცლერს. სავარაუდოდ, ვიზიტი შედგება მომავალი წლის გაზაფხულზე. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთანაც  მქონდა საუბარი, მადლიერება მინდა გამოვხატო ბაიდენის მისამართით. ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი, ვისაუბრეთ რეფორმებზე, მიღწევებზე, რაც ჩვენ ძალიან მოკლე დროში შევძელით. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი ამერიკისთვის და ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას.  

 

ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას 2 ივნისს დათანხმდა.

 

ანგელა მერკელი და ირაკლი ღარიბაშვილი
ანგელა მერკელი და ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი