ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს: მე თქვენი კოლეგა ვარ და არა ჩინოვნიკი

23 აგვისტო, 2014 • 1179
ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს: მე თქვენი კოლეგა ვარ და არა ჩინოვნიკი

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრები ექიმების კითხვებს პასუხობენ, შეხვედრის ძირითადი თემა წამლების რეცეპტით გაცემაა.

 

რა იცვლება, რა იზღუდება და რატომაა  მნიშვნელოვანი წამლების რეცეპტით გაცემა, ამის შესახებ სერგეენკომ თითქმის ნახევარი საათი ესაუბრა ექიმებს და კოლეგებს სთხოვა, რომ აუხსნან პაციენტებს და ახლობლებს, რომ ეს რეგულაცია ისევ მათ სასიკეთოთ დაწესდა.

 

„თქვენ  ელაპარაკებით თქვენს კოლეგას და არა ჩინოვნიკს“ – უთხრა მინისტრმა შეხვედრაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს, რომელსაც  სთხოვა ჩამოეთვალა ის მედიკამენტები, რომლებსაც იგი დავუშვათ, ერთ-ერთ კონკრეტული დაავადების შემთხვევაში  გამოუწერდა პაციენტს;

 

წამლების ჩამონათვალის გაკეთების შემდეგ მინისტრმა სერგეენკომ თქვა,  რომ ამ ექიმით რეგულირების სააგენტო უნდა დაინტერესდეს, რადგან მას წამლების ჩამონათვალი და დანიშნულება სწორედ არ მოეჩვენა.

 

დავით სერგეენკოს განმარტებით,  პაციენტები თვითმკურნალობას უნდა გადაეჩვიონ: „საზოგადოების დაკვეთაა სააფთიაქო ნარკომანიისა და თვითმკურნალობის  ზღვარზე მყოფი ადამიანების გადარჩენა“.

 

1 სექტემბრიდან პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტის საფუძველზე გაიცემა, ხოლო მესამე ჯგუფის მედიკამენტები ურეცეპტოდ. იმ მედიკამენტების სია, რომელიც რეცეპტით და ურეცეპტოდ გაიცემა შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულებზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი